-
+
25 სექტემბერი. 2020. 02:35
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 32 039 142 შემთხვევა გამოვლინდა, 979 388 ადამიანი გარდაიცვალა, 22 024 644 კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 954 456). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 732 518), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 624 268).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო :