logo_geo
eng_logo
ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა ოფიციალურად გააუქმა
- +

25 სექტემბერი. 2020. 02:49

 

 

ყაზახეთი შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატიურ პროტოკოლს, რომელიც სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითვალისწინებს. ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, შესაბამის დოკუმენტს გაერო-ში ყაზახეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კაირატ უმაროვმა მოაწერა ხელი.

 

ამ დრომდე ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებდა.

 

სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერის გეგმის შესახებ მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას განაცხადა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ტოკაევმა პირველად 2019 წლის დეკემბერში განაცხადა.

 

ყაზახეთში 2003 წელს სიკვდილით დასჯაზე უვადო მორატორიუმი გამოცხადდა. სასიკვდილო განაჩენი ქვეყანაში გათვალისწინებული იყო ტერორისტულ საქმიანობასთან და სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებული მუხლებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner