logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსის 7 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 13:09

 

 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7 212-ით გაიზარდა, რაც 23 ივნისის შემდეგ, ერთ დღეში გამოვლენილი ყველაზე მაღალი რიცხვია.

 

ახალი შემთხვევების 50 პროცენტი დედაქალაქზე მოდის. დღეისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ქვეყანაში უკვე 1 136 048 ადამიანს აქვს დადგენილი.

 

ვირუსს ბოლო 24 საათში 108 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ კი, 20 056 ადამიანი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner