-
+
25 სექტემბერი. 2020. 13:19
პოლონეთსა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მესამე დღეა, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 300-ზე მაღალია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის 7 629 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 41 ადამიანი.
რაც შეეხება პოლონეთს, გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 82 809 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 369 ადამიანი.
წყარო :