logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და ამერიკას შორის კიბერუსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის
- +

25 სექტემბერი. 2020. 18:28

 

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და ამერიკას შორის კიბერუსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოდის.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

პუტინის განცხადებით, ეს შეთანხმება იქნება გარანტი, რომ არც ერთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევა არ მოხდება.

 

„ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული გამოწვევა, ციფრულ სფეროში ფართომასშტაბიანი კონფრონტაციაა. ვისურვებდით, კიდევ ერთხელ მივმართოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს წინადადებით, რომ დამტკიცდეს პრაქტიკული ზომების ყოვლისმომცველი პროგრამა, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვა“, –  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner