logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე ილო ბეროშვილზე: შევეშვათ ამ კაცს, საკმარისზე მეტი მოხვდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 21:03

 

 

 

საზოგადო მოღვაწე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დროს თბილისში მოკლული გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე მსახიობ ილო ბერიშვილის ბოდიშთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: "მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის, გურამ შარაძეზეო. ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?! მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს. საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულისტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე "განიარაღებული" ვარ", - წერს გურამ შარაძის შვილი.

 

 

„ყველაზე ცუდი ქართველი ცხონებული გურამ შარაძეა“, - ასე უპასუხა მსახიობმა, ილო ბეროშვილმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში, -  „უფრო მძიმე კაცთან“ შეკითხვას, - ვინ იყო ყველაზე ცუდი ქართველი? 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner