„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ გულისხმობს, რომ მერაბიშვილი არის უდანაშაულო, რადგან მის მიმრათ დაირღვა კანონი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში გადაცემა „ბარიერში" განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს რაღაც უფლებები შეელახა.
„მერაბიშვილი არის მსჯარებული, მაგრამ მასაც აქვს უფლებები. თუ მას უფლებები შეელახა, ის ადამიანების მიმართ, ვინც აიღეს და შელახეს მერაბიშვილის უფლებები, უნდა ჩატარდეს გამოძიება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სხვა თემაა ვანო მერაბიშვილი შეწყალება. „რაზე ვსაუბრობთ დღეს, მერბიშვილი უნდა შევიწყალო იმიტომ, რომ მერაბიშვილის უფლება შელახა ვიღაც ასევე არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა? თუ ის ადამიანები, რომლებიც არიან მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალის ადრესატები და, ვისი უფლებებიც დაირღვა, აღარ არსებობენ, თუ აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ძირითადი ქართული პოლიტიკური ძალები, მაგალითად „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა", ასეთ რეალობას გვთავაზობს - ვანო მერაბიშვილი და მურუსიძე არიან მსხვერპლები.
„ასეთ დისკუსიას გვთავაზობენ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ - მსხვერპლია, დაჩაგრულია მურუსიძე, ვანო მერაბიშვილიც. ილუსტრაციას გიკეთებთ - გავიხსენოთ ჩვენი წარსული, რომ გვეთქვა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე დადვდგებით - საზოგადოებას ყავს ორი მსხვერპლი, ეს არის მურუსიძე და მერაბიშვილი",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.