logo_geo
eng_logo
52.4 % ნოდარ ტურძელაძე, 33,2 % ელენე ხოშტარია - Survation -ის კვლევა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში
- +

25 სექტემბერი. 2020. 23:15

 

 

 

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს,  გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას  კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

 

ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო - ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) 33,2%

ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%

ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%

ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%

ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%

გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა)

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს - 2,1%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ვაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 54,6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -12,1%

ევროპული საქართველო 7,8%

პატრიოტთა ალიანსი - 6,0%

გირჩი - 5,7%

ლელო - 5,4%

გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 2,5%

ლეიბორისტული პარტია -1,8%

ერთიანი საქართველო - 0,4%

თავისუფალი დემოკრატები -0 %

სხვა არჩევანს აკეთებს -3,7%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 75% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს. 
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
 
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%
50-50-ზე - 9%
არ მივიღებ მონაწილეობას -5%
არ ვიცი, ან უარი პასუხზე -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

https://rustavi2.ge/ka/news/176718?fbclid=IwAR2Fh3XDe3kVAUU2n73FYfPAeMyo7gzXrQFMXMdDv4J-tO_ySBp67tIk75Y

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner