logo_geo
eng_logo
Survation-ის კვლევა დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთში: "ქართული ოცნება" - 62,2% - "ენმ" - 11,0%
- +

25 სექტემბერი. 2020. 23:28

 

 

 

 

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

 

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. 



კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ შალვა კერესელიძეს მისცემდა.

 

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: 



ცეზარ ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -18,6%

თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) - 11,0%

ბექა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 8,9%

სოსო შატბერაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -7,6%

ეკა ბესელია( სამართლიანობისთვის) - 1,2%

მალხაზ ვახტანგაშვილი (ლელო) 0,0%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,6%



კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

 

ქართული ოცნება - 62,2%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -11,0%

ევროპული საქართველო 8,0%

პატრიოტთა ალიანსი -8,0%

გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი - 2,0%

ერთიანი საქართველო - 2,0%

ლეიბორისტული პარტია -2,0%

ლელო -2,0%

გირჩი -1,0%

თავისუფალი დემოკრატები -1,0%

სხვა 2,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 70% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მივიღებ მონაწილეობას -14%

50-50 ზე- 9%

არ მივიღებ მონაწილეობას -6%

არ ვიცი/უარი პასუხზე -1%

 

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner