logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას" კოალიცია არ დასჭირდება
- +

26 სექტემბერი. 2020. 02:18

 

 

 

ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნების" უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% მივიღებთ თავისი პლიუს მინუსით,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ „ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში სერიოზული უპირატესობა აქვს და რომ მას არ დასჭირდება კოალიციის ფორმირება.

 

 

ჩვენ გვაქვს ძალინ ხშირი შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან. რა კვლევის მონაცემებიც გვაქვს ჩვენ ის რეალური მონაცემები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მათ იციან, რომქართულ ოცნებას" აქვს ამ არჩევნებში სერიოზული უპირატესობა და ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის ფორმირება. ეს არის საერთო განწყობა საერთაშორისო პარტნიორებში. მე ვერ დავასახელებ კონკრეტული ქვეყნის დიპლომატებს, რადგან არის ეს პირადი საუბრები და არ მაქვს უფლება გავაჟღერო, რომელი დიპლომატი რას გვეუბნება. ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებსქართული ოცნების" უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60%- მივიღებთ თავისი პლიუს მინუსით. არც არავის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვახორციელეთ ევროპული სტანდარტების მოდელი და ეს აღარაა საჭირო. ჩვენი კოალიცია გინდნაციონალურ მოძრაობასთან" გინდპატრიოტთა ალიანსთან" იქნებოდა პოლიტიკური უკულტურობა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner