ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - რუსთავის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 56,2% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს მისცემდა.
ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%
დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%
ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%
პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%
გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%
გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%
გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%
დღეს რომ საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რუსთავში ხმები ასეა გადანაწილებული:
ქართული ოცნება- 49,5%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -22,1%
გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 9,3%
ლეიბორისტული პარტია -5,2%
ევროპული საქართველო 4,9%
პატრიოტთა ალიანსი -4,6%
ერთიანი საქართველო - 1,4%
ლელო -1,1%
გირჩი -0,4%
თავისუფალი დემოკრატები -0,0%
სხვა -1,5%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, რუსთავის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 72% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 14%
50-50 ზე- 11%
არ მივიღებ მონაწილეობას - აცხადებს 3%
არ ვიცი/უარი პასუხზე -0%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.