logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: მომხრე ვარ, გაკეთდეს ყველაფერი, რაც დაამშვენებს და სარგებელს მოუტანს თბილისს
- +

2 მარტი. 2016. 14:15


„მე ვარ მომხრე, გაკეთდეს ყველაფერი, რაც დაამშვენებს, გაალამაზებს და ამავდროულად სარგებელს მოუტანს დედაქალაქს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" „პანორამა თბილისზე" საუბრისას ემზარ კვიციანმა განუცხადა.


„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით დედაქალაქი სარგებელს ნახავს.


„რაც კარგი გაკეთდება არამარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვა ნებისმიერ კუთხეში, ყველაფერი მისაღებია და ეს მე გამიხარდება. ვიცი, რომ ამ პროექტს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს და მათ თავისი არგუმენტები აქვთ. პირადად მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს", - აღნიშნა კვიციანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner