logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: თინა ხიდაშელი საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის!
- +

27 ივნისი. 2016. 23:22


თამაზ მეჭიაური  თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას გულისხმობს.

 

 

„თინა ხიდაშელი საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის. ის მთავრობაში „შაჰიდის ქამრის" როლს ასრულებს. ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები არს პოპულისტური, რომელიც მიზნად მკვდარირესპუბლიკური პარტიის" გაცოცხლებას ისახავს"- განაცხადა მეჭიაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner