logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის
- +

26 სექტემბერი. 2020. 00:01

 

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს “ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა, წალკის მუნიციპალიტეტში, ჩივთქილისას, კაბურის, საჩკოვის, აშკალას, დარაკოვისა და წინწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. როგორც მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს განუცხადა, სოფლებში ძირითადი გამოწვევა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.

 

„საერთო ჯამში საინტერესო შეხვედრები შედგა, განვიხილეთ სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner