logo_geo
eng_logo
ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 სექტემბერი. 2020. 12:44

 

 

ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უკვე ერთი კვირაა, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ორი ათასზე მაღალია. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები დაწესდა.

 

26 სექტემბრის მონაცემებით, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 61 318 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 581 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner