logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 სექტემბერი. 2020. 14:08

 

 

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 22 ივნისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 169 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, რუსეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 1 143 571 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 20 225 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner