პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 584 ადამიანი დაინფიცირდა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა
-
+
26 სექტემბერი. 2020. 14:21
პოლონეთში უკვე მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1 500-ზე მაღალია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 1 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბრის მონაცემებით, პოლონეთში „კოვიდ-19“- ის 85 980 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 424 ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო :