ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ადიბიმ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით, თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მის მიერ წაყენებული პირობების დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს, რის გამოც მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.
მუსტაფა ადიბი, რომელიც მანამდე გერმანიაში ლიბანის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად 31 აგვისტოს დანიშნეს.