logo_geo 01:34
ორშაბათი. 17 მარტი. 2025
eng_logo
დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი
- +

26 სექტემბერი. 2020. 14:25

 

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ვირჯინიაში სტუმრობისას განაცხადა.

 

ტრამპის თქმით, არჩევნების შედეგების დადგენა ფოსტით მიცემული ხმების დათვლის პროცესის გამო გაჭიანურდება.

 

შეგახსენებთ, ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურას მწვავედ აკრიტიკებს. ის მიიჩნევს, რომ ამ წესით მიცემული ხმები შესაძლოა, გაყალბდეს, თუმცა თეთრ სახლში ამ ვერსიის დამამტკიცებელი საბუთები არ წარუდგენიათ.

 

ამასთან, ვირჯინიაში გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, „არჩევნებში გამარჯვებულს მშვიდობიანად გადასცეს გამარჯვება, თუმცა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდება“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up