„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე, ირმა ბერძენიშვილის მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ასე აფასებს:
„ვერ იმღერა? ვერ იმღერა. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. დიდ ვარსკვლავებს უწყდებათ ხმა შუა კონცერტისას. რა სვავებივით დავაცხერით საქართელოს ჰიმნის შესრულებელ ქალბატონს?!
რატომ გვსიამოვნებს ასე ჩვენივე წარმატებული, თუ წარუმატებელი ადამიანების გაუთოვება?! დარწმუნებული ვარ, სხვა დროს ბრწყინვალედ იმღერებს. თანაგრძნობის უნარი სულ დავკარგეთ?!
ყოჩაღ, ჩვენ!"