logo_geo
eng_logo
საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს
- +

26 სექტემბერი. 2020. 16:24

 

 

საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით იგი ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ჩამოვიდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი.

 

გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner