logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ხარკოვის ოლქში, ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა
- +

26 სექტემბერი. 2020. 16:36

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ხარკოვის ოლქში, ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა.

 

პრეზიდენტმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ შექმნილია სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიებს ავიაკატასტროფის მიზეზს.

 

გუშინ ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ.

 

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი.

 

თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner