logo_geo
eng_logo
რა შეღავათებს აწესებს მთავრობა მეფუტკრეებისთვის?
- +

27 ივნისი. 2016. 23:41


მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა აქვთ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი - სკები, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური - ღირებულების 30%-ად მიიღონ.


► ქვეყნის მასშტაბით უკვე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 7 588 სკა მიიღო.


► პროცესი გრძელდება და კიდევ 51 კოოპერატივი 3 609 სკას მიიღებს, 19 კოოპერატივს 19 ერთეული თაფლის საწური და 2 200 ლიტრიანი თაფლის შესანახი ავზები გადაეცემა.


► მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება, იხილეთ ბმული : http://cooperatives.acda.gov.ge/Honey


► ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ: http://gov.ge/s/eb7fa


►სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის, მოქმედებს ,,ერთიანი აგროპროექტი," ,რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას და შემუშავებულია მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტიანობის ზრდის და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთიანი სტრატეგიის მკაფიოდ წარმოჩენის მიზნით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner