-
+
26 სექტემბერი. 2020. 17:37
ბელარუსის პოლიციამ მინსკში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.
წყარო :