logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, მინსკში ანტისამთავრობო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს
- +

26 სექტემბერი. 2020. 17:37

 

 

ბელარუსის პოლიციამ მინსკში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აქციის მონაწილეები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან.

 

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner