ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალბატონს, ნათელა გოგიას ესტუმრა.
105 წლის ქალბატონი ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ფოცხოში ცხოვრობს.
ჰყავს სამი შვილი, სამი შვილიშვილი, ხუთი შვილთაშვილი და ხუთი შვილთაშვილის შვილი.
,,ჩემთვის გამორჩეულად პატივსაცემია ყველა ასაკოვანი მოქალაქე. ქალბატონი ნათელა კი, ასაკის გარდა საკუთარი გამორჩეული პიროვნებითა და დამსაურებითაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. ის საოცრად თბილი ადამიანია. უხუცესი ქალბატონი პანდემიის პერიოდში ადგილობირივი ხელისუფლების მიერ გაწეულ თანადგომაზე გვესაუბრა.
ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაუდგება გვერდში ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც დახმარება და თანადგომა სჭირდება. ჩვენი გუნდის უმთავრესი ღირებულებაც, სწორედ ადამიანია" - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.