logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყო
- +

27 სექტემბერი. 2020. 11:12

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ პრემიერი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

მისი ინფორმაციით, სომხეთის არმია წარმატებით ართმევს თავს ვითარებას.

 

დღეს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად, განადგურებულია აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

 

მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

 

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი ტელეფონით ესაუბრა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპშიკს და მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner