logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: რეალურად ვიძახით უარს რაზე?..
- +

28 ივნისი. 2016. 01:09


ვეტერანების საქმეთა სახელმწოფო სამსახურის უფროსი, კობა კობალაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გაცემულ ბრძანებას აფასებს, რომლის მიხედვითაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გაუქმდა.


 

„ჩემთვის მარტო ის კი არ იყო მოულოდნელი, რაც დღეს გამოიწვია პროცესებმა, ჩემთვის მოულოდნელი იყო გიორგის განმარტებაც, რომ პროცესი არის შემუშავებაში და უცებ, ცალმხრივად მოხდა განკარგულების გამოცხადება, რომ რეალურად ვიძახით უარს რაზე?..

 

ჩვენ ვიცით რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენელი არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ნაწილი. თუ იყო სამხედრო შემადგენელის პოზიცია შეჯერებული თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა იყო პრობლემატური და ამაზე შეგვეძლო უარის თქმა?

 

დისკუსიის ფორმატში უნდა განხილულიყო ეს საკითხი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ რომ ამას გვავალებს ჩვენ საქართველოს კონსტიტუცია. არსებობს სავალდებულო გავწევის შესახებ კანონი, რომელსაც ეწოდება „საქართველოს კანონი სავალდებულო სამსახურში გასაწვევ ბენეფიციართა შესახებ". როდესაც ეს კონსლუტაციები გაივლიდა და მიღწეული იქნებოდა კონსენსუსი, ან უარყოფილი იქნებოდა. კონსულტაციები გადის უშიშროების საბჭოსთან და შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი.

 

ცოტა უცნაურია, პოლიტიკური პასუხიმგებლობის მქონე გუნდის შემადგენელი ნაწილი, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და შეჯერებული არ არის არავისთან."- განაცხადა კობალაძემ.


დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner