ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ორსული პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 36 კვირის ორსული ქალისთვის ერთხელ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, თუ განმეორებითი კვლევის შედეგად კორონავირუსის არსებობა არ დადასტურდება, ორსული პაციენტი კლინიკას დატოვებს.
კოვიდკლინიკიდან ექვსი პაციენტი საკარანტინო სივრცეებში განაწილდა. ამ დროისთვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 93 პაციენტი გადის. რამდენიმე მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, მძიმედ აფასებენ.