logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ჯალალ ედ დინი ხომ არ გადმოვასვენოთ მეტეხის ტაძრის ეზოში?!
- +

28 ივნისი. 2016. 02:06


ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას აფასებს.


შეგასენებთ, რომ ტავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.



ჯანდაბას!

ფბ სოციალური ქსელია და ყველას აქვს უფლება, ის თქვას რაც გაეხარდება.

აი, სახალხოდ რომ მოვლენების შეფასებისას სიბრძნეს აფრქვევენ, იმ პოლიტიკოსების და განსაკუთრებით "ექსპერტების" თავში კი მინდა რომ ჩამახედა რაა!

 

ბიჯოო!

 

პოლემიკა რომ იმაზე გამიმართეთ - სჭირდება თუ არა ქვეყანას გაწვეულების ჯარი - იმაზე თუ იფიქრეთ, რომ ხიდაშელს ყველანაირი ჯარი კიდია და იმ ოჯახების ხმები აინტერესებს, შვილების ჯარიდან დატოვების შანსი რომ გაუჩნდათ?!

ჩემამდე ვერ მიხვდით - დავიჯერო?! თუ ვინ-ვისთან დაწყვილდება, ჯერ არ გაგირკვევიათ და ამიტომ სიჩუმე ჯობია?!

 

სამხედრო მშენებლობა ურთულესი საკითხია, მაგრამ რავარი შე@@@@@ლი უნდა იყო, ელექტორატის დათრევის ასეთი სერხი თავში რომ მოგივიდეს?!

 

მარა ვის ველაპარაკები! იმ ხალხს პარტია და პოლიტიკა მარტო ოჯახის სარჩენად რომ უნდათ?!

ამიტომ დანარჩენებმაც ყურიდან - ყურში გაატარეს ესეც და ერთი გააქტიურებული პარტიული ლიდერის განცხადებაც, იმის თაობაზე, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აღიაროს (SOS?!)... სომხების გენოციდი!

 

როგორია - ჰაა!!!

 

ამ განცხადების ავტორსაც, მხოლოდ საკუთარი, უზნეო ინტერესი ალაპარაკებს, თორემ ასეთ გამოხტომას რა შეიძლება მოყვეს, ისე კიდია, როგორც ქართული ჯარი - ხიდაშელს!

ასეა, ბაბაია!

 

ვიღაცას პარლამენტში მოსახვედრად - უჯარო საქართველო "უნდა".

 

ვიღაცას - ძალიან საეჭვო, ცრუ ჰუმანურობითა და შედეგების გაუაზრებელი (სათავისოდ კი აქვს გააზრებული) აღიარებით სურს სომხების ხმები დაითრიოს.

 

კიდევ რომელი "ქართული" აქცია გაქვთ ჩაფიქრებული სამშობლოს ერთგულებაში ძილგატეხილო ბატონებო და "ყრუ და ბრმა ვარ" დანარჩენებო?!

 

ჯალალ ედ დინი ხომ არ გადმოვასვენოთ მეტეხის ტაძრის ეზოში?!"- წერს ხაჩიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner