logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სამხრეთ კავკასია ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა
- +

27 სექტემბერი. 2020. 17:08

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სამხრეთ კავკასია ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

 

„მოვუწოდებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ფოკუსირებული იყოს ამ სიტუაციის სერიოზულობაზე. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

 

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner