logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: 7 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა
- +

27 სექტემბერი. 2020. 17:58

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„აზერბაიჯანის არმია კონტრშეტევას წარმატებით ახორციელებს, მტერი კი არც ისე ძლიერია და უკან იხევს“, – განაცხადა ზაქირ ჰასანოვმა.

 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხური მხარის თავდასხმის შედეგად, აზერბაიჯანის 7 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner