logo_geo
eng_logo
ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისაკენ მოუწოდებს
- +

27 სექტემბერი. 2020. 18:03

 

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეპ ბორელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციის, საომარი მოქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

 

„ევროკავშირი მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად შეწყვეტას, დეესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მკაცრ დაცვას. საჭიროა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი განახლება“, – ნათქვამია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner