logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თავისუფლების მომხრე ვარ, რომელიც არ გულისხმობს, მტრის წინაშე შარვალი ჩახდას და უკანალის ჩვენებას
- +

27 სექტემბერი. 2020. 22:46

 

 

„ეს ადამიანი საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობს, მის შვილებს სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ სხვისი შვილები ასე ატყუო და გაწირო, ეს დანაშაულია. თურმე თავისუფლება არის ის, რომ საკუთარ სხეულს რასაც გინდა, იმას უზამ. არ უნდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, ორალური სექსით ფულის შოვნა საამაყოაო. არსებობს მორალური სტანდარტები, რამაც სახელმწიფო გადაარჩინა. ასე რომ, ჯერ სადისტური ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობა და ახლა ამორალური განცხადებებით მანიპულირება მე არ მიქმნის იმის განწყობას, რომ ამ თემებზე მას ველაპარაკო“, - ამის შესახებ  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ  „საერთო გაზეთთან“ ზურა ჯაფარიძეზე საუბრისას განაცხადა.

 

„არ ვფიქრობ, რომ ჯაფარიძესთან რამე მაქვს სალაპარაკო. ახლა კი დაირქვა „გირჩი“, მაგრამ კარგად გვახსოვს, რა თანამდებობები ეკავა „ნაცმოძრაობაში“ – ერთი პერიოდი აღმასრულებელი მდივანიც იყო და ჩართული გახლდათ ყველა ბოროტებაში. ამათ უამრავი ბოროტება ჩაიდინეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქუჩაში ხალხი ჩახოცეს. ეს ყველაფერი შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ და ამაზე უფრო ფართოდ იქნება საუბარი. სახელმწიფო სჩადიოდა დანაშაულს და ორგანიზებას უკეთებდა მკვლელობებს, წამებას. ამაში ჩართული იყო ზურაბ ჯაფარიძე. სხვათა შორის, ეს ადამიანი საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობს, მის შვილებს სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ სხვისი შვილები ასე ატყუო და გაწირო, ეს დანაშაულია. თურმე თავისუფლება არის ის, რომ საკუთარ სხეულს რასაც გინდა, იმას უზამ. არ უნდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, ორალური სექსით ფულის შოვნა საამაყოაო. არსებობს მორალური სტანდარტები, რამაც სახელმწიფო გადაარჩინა.

 

ასე რომ, ჯერ სადისტური ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობა და ახლა ამორალური განცხადებებით მანიპულირება მე არ მიქმნის იმის განწყობას, რომ ამ თემებზე მას ველაპარაკო. მე ვარ თავისუფლების მომხრე, რომელიც მოაქვს განათლებას, პატრიოტიზმს, წმინდა დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ, ქვეყნის მიმართ, რომელიც არ გულისხმობს, რომ მტრის წინაშე შარვალი უნდა ჩაიხადო და უკანალი აჩვენო.

 

ჯაფარიძეს სხვა შეხედულებები აქვს, მე – სხვა, ამის თაობაზე ამომრჩეველმაც ძალიან კარგად იცის. ის, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ლოიალური უნდა იყოს, გადაიხედოს განაჩენები, შეიძლება კანონი უფრო მკაცრია, მაგრამ ამას ჯანსაღად ვუყურებ, რათა საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრსაც ვითვალისწინებ, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მიაჩნია საფრთხედ. აქ უნდა გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და არა პოპულისტური განცხადებების კეთება.

 

თვითონ ზურაბ ჯაფარიძე არ ცხოვრობს იმ სტილით, რასაც სხვებისთვის ქადაგებს, მისი „კრეატიული“ გამოსვლები არის პოპულისტური და წმინდა წყლის დემაგოგია. მე ჯაფარიძის მიმართ არ მაქვს ბოროტული განწყობა, ჩვენსა და მაგის ყოფილ პარტიას შორის სწორედ ეგ არის, მტრის შვილსაც კი დავეხმარები, თუკი ეს საჭირო იქნება. თუმცა მისი მოკავშირეები მზად არიან, ჩემ შვილს მიაყენონ სერიოზული ზიანი, რათა ჩემზე ზეგავლენა მოახდინონ. იგივე ჯაფარიძეს ბოდიში არასოდეს მოუხდია, პირიქით, ის  სულ აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ „მოღვაწეობაში“ საბოდიშო არაფერია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner