logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს ოკუპაციაზე ესაუბრა
- +

27 სექტემბერი. 2020. 23:20

 

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა ოკუპაციაზე, არსებულ გამოწვევებზე, საერთაშოორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ესაუბრა.

 

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს სოფელი არის ადგილი, საიდანაც ნათლად  ჩანს ოკუპაციის შედეგები, აქვეა ოკუპანტების ის სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ახალგაზრდებთან ერთად  ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ჩვენ გვაძლევს  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს  საქართველოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო პროცესს, რაც მიზანმიმართულია, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner