logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
- +

28 სექტემბერი. 2020. 10:26

 

 

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. საომარი მდგომარეობის შესახებ დადგენილებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული სომხეთშიც.

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner