არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ 27 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას 15 სამხედრო ემსხვერპლა და არა 16
-
+
28 სექტემბერი. 2020. 10:52
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას 15 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა და არა 16, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი. ინფორმაციას, დაღუპული სამხედროების სახელებთან ერთად, სომხეთის მედია ავრცელებს.
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მანამდე განაცხადეს, რომ შეტაკებების დროს 16 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კიდევ 100 კი დაიჭრა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.
წყარო :