logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

28 სექტემბერი. 2020. 11:14

 

 

სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 50 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 40 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, ხოლო 10 იმპორტირებული.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner