-
+
28 სექტემბერი. 2020. 11:26
ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ექვს მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 82 170 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 039 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ს 95 542 ადამიანი ემსხვერპლა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.
წყარო :