logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება
- +

28 სექტემბერი. 2020. 11:43

 

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

 

„ჩვენ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. შევეცდებით ეს შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

თეთრი სახლის ლიდერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას პრესკონფერენციის დროს გამოეხმაურა.

 

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner