აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, განკარგულების თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სამხედრო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების გაწვევა და სამხედრო-სატრანსპორტო ღონისძიებები.
მანამდე აზერბაიჯანსა და სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო.