logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2020. 12:41

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,  ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა.

 

„აქ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სახით.

 

ასფალტირებული საავტომობილო გზა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო და გაივლის ნამანევის თემის სოფლებს,  რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს მათ.

 

გარდა ამისა, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ-ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.

 

კარგად ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ გპირდებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოგიგვარებთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner