„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა.
„აქ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სახით.
ასფალტირებული საავტომობილო გზა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო და გაივლის ნამანევის თემის სოფლებს, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს მათ.
გარდა ამისა, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ-ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.
კარგად ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ გპირდებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოგიგვარებთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.