logo_geo
eng_logo
ირანი დაპირისპირებულ მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- +

28 სექტემბერი. 2020. 14:13

 

 

ირანი დაპირისპირებულ მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერის, საიდ ხათიბზადეს განცხადებით, ირანს თავის საზღვრებთან კონფლიქტების გაგრძელებასთან შეგუება არ შეუძლია.

 

ირანის ხელისუფლება კონფლიქტის დასრულების მიზნით ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენების მზადყოფნას გამოთქვამს.

 

„არაფერი კარგი არ მომხდარა და რეგიონში არსებულ ატმოსფეროს აღარ აქვს ძალადობის ატანის უნარი. ჩვენ ვთქვით, რომ რაც უფრო მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით უკეთესი და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ერთადერთი გამოსავალია. ირანი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner