ბათუმში, ბესიკის ქუჩის #44-ში ახალი სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას არჩილ ჩიქოვანი გაეცნო. მისი თქმით, აღნიშნული სკვერის მოწყობა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა.
სკვერის მოწყობის შემდეგ, დამონტაჟდება ატრაქციონები, განთავსდება ახალი საბაღე სკამები. გარდა ამისა, დაიდგმება ფანჩატურები და ჩატარდება მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება.