„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ს ესტუმრა. ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო შტაბის უფროს გიორგი შენგელიასთან ერთად, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა.
„დღეს საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ მოვინახულეთ და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და მენეჯმენტს შევხვდით. ამ კლუბს მხარს მუნიციპალიტეტი უჭერს. მუნიციპალიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია კლუბისთვის ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ თითოეულ ზუგდიდელს გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერის გამოჩენა ამ კლუბის მიმართ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გავუკეთოთ კლუბს - შესაბამისად, დავდოთ უკეთესი შედეგები და დავიბრუნოთ ის წარმატება, რომელიც ზუგდიდს ფეხბურთთან მიმართებაში ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.