logo_geo
eng_logo
რუსეთში სომხეთის ელჩი: სომხეთში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები განიხილება
- +

28 სექტემბერი. 2020. 17:15

 

 

სომხეთში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები განიხილება, – ამის შესახებ რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგოიანმა რადიოსადგურ „Говорит Москва“ ინტერვიუში განაცხადა.

 

სომეხი დიპლომატის თქმით, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორების შესაძლებლობა მაშინ დადგება, თუ სიტუაცია რეგიონში უფრო გამწვავდება.

 

„მთელი ამ დღეების განმავლობაში, ბავშვები და ქალები სარდაფებსა და თავშესაფრებში იმყოფებოდნენ. ასეთი საკითხები მუშავდება, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა“, – აღნიშნა ტოგოიანმა.

 

ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან შეტაკებების შედეგად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის კიდევ 28 ჯარისკაცი დაიღუპა. მთიან ყარაბაღში არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებში სულ მსხვერპლის რაოდენობა 59-ს აღწევს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner