logo_geo
eng_logo
ბაადურ წულაძე მიხეილ სააკაშვილზე: კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს!
- +

28 ივნისი. 2016. 10:26


 

მსახიობი და რეჟისორი ბაადურ წულაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მიმართავს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მატყუარა,  კაციჭამია და უპრინციპო ადამიანი, რომლის დაბრუნება უდიდესი კატასტროფა იქნება.


„თუ გნებავთ, დაიბრუნეთ „ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ეს იქნება კატასტროფა. ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ისინი შეიცვლებიან. მესმის ხოლმე, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ახლა სხვაგვარად მოვიქცევითო. ტყუილი და ზღაპარია, სააკაშვილს ვერაფერი შეცვლის. ხომ ხედავთ, ოდესაში რა ამბავშია, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს. გიმეორებთ - თუ გინდათ, დაიბრუნეთ ეს მატყუარა კაციჭამია და უპრინციპო ადამიანი, მაგრამ რაც მოგივათ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალეთ. სააკაშვილის თვალებს თავიდანვე რომ შევხედე, ვთქვი, ამ კაცს არ ენდოთ-მეთქი. როგორ გეკადრებათ, რეფორმატორიაო. ამ რეფორმატორმა ქვეყანა რომ დააქცია, მერე მითხრეს, მართალი იყავიო. გინდა სააკაშვილი მოგიყვანია და გინდა ჰიტლერი გაგიცოცხლებია. მერე წუწუნი არ დაიწყოთ და „მიშა წადი" არ იძახოთ", - აცხადებს ბაადურ წულაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner