logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა
- +

28 სექტემბერი. 2020. 17:19

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ახლა არ არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებაში დამნაშავეებისა და მართლების გარჩევის დრო, არამედ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. დმიტრი პესკოვის განცხადებას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

 

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, და არა გავარჩიოთ, ვინ მართალია, ხოლო ვინ დამნაშავე. რუსეთი ყოველთვის იკავებდა თანასწორ პოზიციას. სწორედ ეს პოზიცია აძლევს რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს თავისი გავლენა და ტრადიციულად კეთილი ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად“, – განაცხადა პესკოვმა შეკითხვაზე, თუ ვინ იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების გამწვავების ინიციატორი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner