logo_geo
eng_logo
სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
- +

28 სექტემბერი. 2020. 21:03

 

 

აზერბაიჯანთან კონფლიქტის საკითხზე, სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.  კერძოდ, სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანისთვის სასამართლოს გადაუდებელი ინსტრუქციების გაცემა მოითხოვა, რომ სამოქალაქო პირებზე თავდასხმები და სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით სამხედროების წინსვლა შეწყდეს.

 

„შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა მთიანი ყარაბაღის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე საზღვრის მთელ პერიმეტრზე; შეწყვიტოს შერჩევითი თავდასხმები; შეწყვიტოს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე”, – წერია განცხადებაში.

 

სტრასბურგის სასამართლოში ამბობენ, რომ მოთხოვნის შესწავლა ხდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner